გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას შეფასებით, იმ პროცესებით, რაც გუგუტიანთკარში მიმდინარეობს, რუსეთის ხელისუფლება 20 ივნისის შეუსრულებელი დაპირების გამო საქართველოს ხელისუფლებას სჯის. როგორც კემულარიამ აღნიშნა, რუსეთთან აქამდე წარმოებული პოლიტიკა არაკომპეტენტური იყო. გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საჭიროა გაძლიერდეს მოთხოვნები საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ უკრაინასთან ერთად, დაუყოვნებლივ მოხდეს აქტივიზაცია ქართული თემის. კემულარია მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა რუსეთმა უკან დაიხიოს.