კრემლის პოზიციით, რუსეთს ნავალნის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან ბერლინი ინფორმაციას არ იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით მონაცემების მიღების მიზნით ბერლინს რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის, გააკეთა შეთავაზება ერთობლივი სამედიცინო კომისიის შექმნის შესახებ, რათა კომისიას ნიმუშები შეესწავლა, თუმცა გერმანიას პასუხი არ დაუბრუნებია. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნავალნის საქმის გამოძიებას ვერ ახერხებს, რადგან გარკვეული მტკიცებულებები რუსეთიდან გატანილი იქნა, ბერლინს კი საქმის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.
"იცით, გამოძიებას გარკვეული პრობლემებია აქვს, რადგან სამწუხაროდ, მტკიცებულებათა დიდი ნაწილი წაღებულია. უნდა გვესმოდეს, ეს მტკიცებულებათა დამალვის მიზანმიმართული მცდელობაა თუ არა. სამწუხაროდ, ასევე პრობლემები გვაქვს საქმეზე ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგებისგან, განსაკუთრებით, გერმანიისგან", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.