კრემლში აცხადებენ, რომ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ არ უნდა დააზიანოს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში და რომ ანკარას ქმედებები უნდა იყოს პროპორციული.
"ჩვენ ველოდებით რომ სამხედრო ოპერაცია იქნება პროპორციული, რაც საჭიროა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, ვიმედოვნებთ რომ ეს ოპერაცია არ დააზიანებს პოლიტიკურ პროცესს", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, მოსკოვი პატივს სცემს თურქეთის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მჭირდო მოკავშირეცაა.