კრემლში რუსი დამკვირვებლებისთვის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის გადაწყვეტილებას ეუთო-ს მხრიდან საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა და აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობის დონე დასწიოს. ამასთან, პესკოვის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსი დამკვირვებლები უკრაინაში გამართულა არჩევნებზე არ დაიშვებიან.