კარგად გვესმის, რომ არც ერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროს ახალი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. შს მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიზნებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის შექმნა არის პირველი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.