ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ კრიმპოლის ყოფილი უფროსის დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება. ამის შესახებ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ზურაბ ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა განუცხადა. ზაზა შანავას თქმით, ბაქრაძის საქართველოში დაბრუნებისა და ბრალის აღიარების შემდეგ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება სრულიად ლოგიკურია. შანავასა და პროკურორებს შორის შეხვედრა თბილისის პროკურატურაში გაიმართება. ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მან რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.