საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, დარღვევების დამალვის მიზნით, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.