ქრთამის აღებისთვის დაკავებულ კრწანისის მაჟორიტარს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.საკრებულოს დაკავებული დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. თემურ გორგაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ ღამით მოინახულა, თუმცა უფლებადამცველი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.ანტიკორუფციულმა სამსახურმა საკრებულოს დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი თემურ გორგაძე გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, გორგაძე საკუთარი გავლენების გამოყენებით მოქალაქეს პატიმრის გათავისუფლებას ჰპირდებოდა და ამის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა.