კრუიზი მსოფლიოს გარშემო და გაჩერება 6 კონტინენტზე - რა ჯდება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოგზაურობა, რომელიც 4 თვე გაგრძელდება - Palitra News

კრუიზი მსოფლიოს გარშემო და გაჩერება 6 კონტინენტზე - რა ჯდება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოგზაურობა, რომელიც 4 თვე გაგრძელდება

2019-02-01 16:28:27+04:00

2021 წელს „რეგენტის შვიდი ზღვის კრუიზი“ მსოფლიოს გარშემო გაემგზავრება. მოგზაურობა 5 იანვარს დაიწყება და 117 დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საკრუიზო ლაინერი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გაჩერდება. ოთხთვიანი მოგზაურობა მაიამიდან დაიწყება და ბარსელონაში 3 მაისს დასრულდება. რაც შეეხება ფასს, ერთი ადამიანის ფასი 62 ათასიდან 166 ათასამდე მერყეობს და ოთახის სიდიდეზეა დამოკიდებული. კრუიზი საერთო ჯამში 38 ათას 551 კილომეტრს გაივლის და ექვსი კონტინენტის 30 ქვეყანაში ჩავა. კრუიზში იქნება: ფიტნეს და სპა ცენტრები, აუზი, კაზინო. გემზე იქნება 7 რესტორანი, ასევე ბარი, ლაუნჯები და ღამის კლუბები. გემზე არის 350 ზღვის ხედიანი ლუქსი, ასევე პენტჰაუზები.