მეცნიერ გოდუნ ჩჟანის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მცენარეულ ცხიმში, ზეთში შემწვარი საკვები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემაში სიმსივნური პროცესების მაპროვოცირებელი ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელებას.შემწვარი საკვები აღრმავებს სიმსივნით დაავადებულთა მდგომარეობას, ეხმარება ახალწარმონაქმნების მოცულობაში მატებას, კონკრეტულად ორჯერ ზრდის სიმსივნურ წარმონაქმნებს ზომაში.ექსპერტები თავის მხრივ ასაბუთებენ შემწვარი საკვების მავნებლობას კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პირთათვის - ნაწლავის ანთებითი პროცესებისა თუ მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს შემწვარი საკვები კიდევ უფრო აგრესიულს ხდის დაავადებებს, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი დიეტის დაცვა.