როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განმარტა, ძალიან მაღალი ხარისხის ჩართულობით, ძალიან მაღალი საჯაროობით, საერთო კონსესუსის შედეგად, იგეგმება დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება თეატრებისთვის. როგორც მიხეილ გიორგაძემ განმარტა, იქნება საუბარი საბაზისო გარანტირებული საჭიროებების უზრუნველყოფაზე და შემდეგ თითოეულ თეატრზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენ დაფინანსებას მოიძიებს, რამდენ მაყურებელს მოიზიდავს.