კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ საჩუქრად სასცენო სამოსი გადასცა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის არქონაა. პოზიტიური სიახლეა, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად კი მიხეილ ჯავახიშვილი დაინიშნა.ანსამბლ ისთვის კომპანია „ფაფანაკის“ მიერ 50 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი „კულტურის მხარდაჭერისა პროგრამის ფარგლებში“ შეიკერა.