Snow-C - ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქურთუკი, თუმცა, როგორც ამბობენ, სინამდვილეში ეს არის ყველაზე სმარტ და ინოვაციური ქურთუკი. მას შეუძლია სმარტფონის უკაბელოდ დატნევა. ამისთვის საკმარისია თქვენი მობილური მხოლოდ და მხოლოდ ჯიბეში ჩადოთ. როგორც ამბობენ, მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, ასვე ბუნებაში, ლაშქრობის დროს, თოვზლე სრიალისას ან თუნდაც მდინარეზე ექსტრემალური სპორტის დროს. ის არის წყალგამძლე, ხოლო ელემენტი იზოლირებულია და დაცულია დასველებისგან და დაზიანებისგან. ქურთუკი ენერგო ბანკზე მუშაობს, როემლიც მას მოყვება. ის საოცრად მსუბუქი და თხელია, შესაბამისად, თქვენ მას ვერც კი გრძნობთ. თუმცა Snow-C თავსებადია სხვა ენეგრო ბანკებთანაც. მისი გამოყენება მარტივია, სმარტფონი გულის ჯიბეში უნდა მოათავსოთ და ის ავტომატურად დაიწყებს დატენვას. იდეის ავტორების თქმით ეს არის მსოფლიოში ყველაზე თხელი და მოქნილი უკაბელო დამტენი. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადსხვა აქტივობით და ამავდროულად დატენოთ თქვენი მოწყობილობა. ქურთუკი თავსებადია ისევე როგორც IOS, ასევე Android ოპერაციულ სისტემებთან.