ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკაში.
ვირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდგინდა. ის საფრანგეთის კლასტერია და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საფრანგეთიდან. მას შემდეგ კი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იყო.
მამაკაცს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი მდგომრეობა შედარებით მძიმეა.