ქუთაისში ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. ტერიტორიიდან აიღეს გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადსხვა სახის მოწყობილობები. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 1 მარტიდან ქუთაისში გარე ვაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და ის მოქალაქეები, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან მკაცრი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. ქუთაისი მერია გარე მოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს,სანაცვლოდ, ისინი 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან. ქალაქში გარევაჭრობის პრობლემა წლებია არსებობს, პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ.