ქუთაისში ადვოკატზე თავდასხმაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. კიდევ ორს კი სამართალდამცველბი ეძებენ. თავდასხმა იურისტი ილია ჯანელიძეზე 28 იანვარს 22 საათზე მოხდა. ადვოკატი ახლობლის სახლიდან გუმაჰესის მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს. სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მდინარეში ჩაგდებით დაემუქრნენ. თავდასხმის შემდეგ ადვოკატი სახლში დააბრუნეს და გაააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა. ანგარიშსწორების მიზეზად ადვოკატი ერთ ერთ საქმეს ასახელებს, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ღკვეთი ღონისძიების სახიტ გირაო შეეფარდა.