ქუთაისში ინკასაციის მანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ევდოშვილის ქუჩაზე მანქანას ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ბანკის თანამშრომლები დაგროვილი თანხისგან ცლიდნენ. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანა საფიჩხიის სასაფლაოს მიმართულებით გაიტაცეს, შემდეგ კი მიიმალნენ. რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს ნიღბიანებმა უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 179-ე მუხლით, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ეხება.