საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა. ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს.მან მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. „ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან“, - აღნიშნა ოლანდმა.
იხილეთ:ლიკვიდირებული თავდამსხმელი, მოკლული და დაჭრილი პოლიციელები: პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს