„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.
კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.