ქვემო ქართლში შპს "აგროკომპლექსის" ხილის შემნახველი ახალი საწარმო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან ერთად, გახსნა და პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში გაშენებული სუფრის ყურძნის ბაღი დაათვალიერა.
შპს "აგროკომპლექსი" "გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 პირი.
კომპანია პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.