ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ ნებისმიერ პირს მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეეხებათ. ამის შესახებ ცვლილება „იზოლაციის და კარანტინის წესში“ შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს.
თუმცა, ამ ცვლილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე. ასევე, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას.
ცვლილება, 15 აპრილიდან ამოქმედდება.