მიუხდავად იმისა, რომ გასულ წლებში სიღარიბის მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა ქვეყანაში სიღარიბის დონე მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კერძოდ, უახლესი მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი, 744 ათასი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, შესაბამისად მათ არ აქვთ შესაძლებლობა პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მათ შორის შეზღუდული აქვთ საკვებზე ხელმისაწვდომობა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ 219 წლის დეკემბერში 2016,2017,2018 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა შემცირდა და 427 ათას 373 ადამიანი შეადგინა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიღარიბის დონის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდაა, მათი აზრით, მაღალი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და შემოსავლების მატებას, რაც იქნებბა მნიშვნელოვანი იარაღი სიღარიბესთან საბრძოლველად. კიდევ ერთი ფაქტორი რაზეც ექპერტები ყურადრებას ამახვილებენ- პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, მათი თქმით, ინვესტიციების მატება სიღარიბის შემცირებაზე პოზიტიურად აისახება.