ქვეყანაში ისევ ხორბლის დეფიციტია. პირველადი საჭიროების პროდუქტის, საკმარისი და აუცილებელი 2 თვიანი მარაგი ამ ეტაპზე ქვეყანას არ გაჩნია. გასულ თვეში შემოსული 3000 ტონა ხორბალი მარტის თვეში შემოსატან მარაგს ანუ ძველ პარტიას წარმოადგენს.
წისქვილკომბინატები კი ისევ დახურულია. ამ ეტაპზე პურზე ფასების ზრდა არ ფიქსირდება, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებს, გლობალურ ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომადეობის გამო, გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის რომ წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტი ხორბლის მოსავალს ელოდებიან. ეს არის საკმარისი, ბუნებრივია, მაგრამ ტენდენცია პოზიტიურია.