საქართველო ინტერნეტის სიიაფით 207 ქვეყანას შორის 20-ე ადგილზეა. ვებ-გვერდის Cable-ს ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელს ინტერნეტ-პაკეტის შეძენა ყველაზე ძვირი მავრიტანიაში უჯდება - იქ პაკეტის ფასი 768 დოლარს, ერთი მეგაბაიტის კი 127დოლარსა და 15 ცენტს შეადგენს. ყველაზე იაფი კი ინტერნეტი უკრაინაშია, სადაც ინტერნეტ-პაკეტის ფასი - 5 დოლარი, ხოლო 1 მეგაბაიტის - 4 ცენტია.
რაც შეეხება საქართველოს, Cable-ს ინფორმაციით, ინტერნეტის სიიაფის მიხედვით, ქვეყანა მე-20 ადგილს იკავებს, სადაც სააგენტოს მონაცემებით, ინტერნეტ-პაკეტის ფასი - 18 დოლარი და 70 ცენტი, ხოლო ტარიფი 1 მეგაბაიტზე - 2 დოლარი და 6 ცენტია.ცნობისთვის, ვებ-გვერდი Cable გლობალურ ბაზარზე ინტერნეტის სიჩქარესა და ფასებს ადარებს ერთმანეთს.