01:11
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქვეყნები, სადაც ყურძენს ვყიდით და ვყიდულობთ
12-10-2020

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში, 50 ათას 100 დოლარის 26 ტონა ყურძენი გავიდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ყურძნის ექსპორტი სულ 5 ქვეყანაში და ისიც სამეზობლოში განხორციელდა. ყველაზე მეტი 22 ათას 600 დოლარის ყურძენი გავიდა აზერბაიჯანში. შემდეგ მოდიან: რუსეთი, სომხეთი და უკრაინა.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 1-ელ რვა თვეში საქართველოში, 541 ათას 100 დოლარის ღირებულების 561 ტონა ყურძენი შემოვიდა. კერძოდ, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს სომხეთი, საიდანაც - 355 ათას 200 დოლარის ღირებულების ყურძნის იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს თურქეთი და მე-3 იმპორტიორი ქვეყანაა - ნიდერლანდი, საიდანაც 68 ათას 700 დოლარის ყურძენი შემოვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები