საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია არ გასულა პორტუგალიაში, ალჟირში, არგენტინაში, ბანგლადეშში, ბაჰრეინში, ბელიზში, ბრაზილიაში, განაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ეკვადორში, ვირჯინის კუნძულებზე, ინდონეზიასა და კამბოჯაში. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 822 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტმა მილიარდ 234 მილიონი დოლარი შეადგინა.