12:25
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქვეყნები, საიდანაც გაიზარდა და შემცირდა ფულადი გზავნილები
11-08-2020

2020 წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარით ანუ 4.9%-ით შემცირდა და 662 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, წმინდა ფულადი გზავნილები გაიზარდა: იტალიიდან 14.5 პროცენტით ანუ 15 მილიონ 900 ათასი დოლარით და 126 მილიონი დოლარი შეადგინა, შეერთებული შტატებიდან - 3.3 პროცენტით ანუ 2 მილიონ 700 ათასი დოლარით და 86 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა; საბერძნეთიდან კი - 3.5 პროცენტით ანუ 3 მილიონ 100 ათასი დოლარით გაიზარდა და 92 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა.
გზავნილები შემცირდა - რუსეთიდან 31.5 პროცენტით ანუ 50 მილიონ 900 ათასი დოლარით და 110 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო ისრაელიდან - 9.1 პროცენტით ანუ 7 მილიონი დოლარით და 69 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები