2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 401 ათას 700 დოლარის ჰაერის გამათბობლები შემოვიდა. მათი იმპორტი ჯამში, 13 ქვეყნიდან განხორციელდა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი გამათბობელები შემოდის, ლიდერობს ჩეხეთი - 130 ათას 900 დოლარით; მას მოსდევს თურქეთი, საიდანაც 67 ათას 500 დოლარის გამათბობლები შემოვიდა; მე-3 ადგილზეა პოლონეთი - 49 ათას 700 დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია - და უკრაინა ინაწილებენ, საიდანაც იმპორტმა შესაბამისად, 49 ათას 500 და 22 ათას 600 დოლარი შეადგინდა.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ხვდება ასევე: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, სლოვენია, რუსეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია.