სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში მილიონ 812 ათასი დოლარის კიტრი და 4 მილიონ 92 ათასი დოლარის პომიდორი შემოვიდა.
მათ შორის, პომიდორის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 4 მილიონ 69 ათას 600 ამერიკული დოლარის პომიდორი შემოვიდა; მას მოსდევს - ირანი - 18 ათას 200 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 3 ათასი ამერიკული დოლარით; მე-4 პოზიციას კი ნიდერლანდი იკავებს, საიდანაც, ათას 400 დოლარის პომიდორის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება კიტრს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - მილიონ 26 ათას 600 დოლარის კიტრის იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა, მას მოსდევს - ირანი - 778 ათას 900 დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზეა - იორდანია, საიდანაც 7 ათას 400 ამერიკული დოლარის კიტრი შემოვიდა.