ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკაა სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ მიიღოს კორონავირუსისა და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. მინისტრის თქმით, ორშაბათიდან ამ რაოდენობას კიდევ 9 კლინიკა დაემატება.
ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება კორონავირუსის მქონე და ცხელებიანი პაციენტების მიღების პროცენტში.