ქვეყნის პირველმა პირებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით პრეზიდენტმა, პრემიერი,ა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შეამკეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს 19 დაღუპული თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომელიც დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.