16:49
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
კვერცხს მაცივრის კარის თაროზე ინახავთ? - ეს დიდი შეცდომაა!: 2 წესი, რაც მისი შეძენისასაც უნდა გაითვალისწინოთ
26-01-2019

ქათმის კვერცხი ნებისმიერი ოჯახის ყოველღიური მენიუს ნაწილია. ბუნებრივია, მისი შენახვის წესებიც ვიცით და მუდამ მაცივარში გვაქვს მოთავსებული. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ყოველი ათი ოჯახიდან ცხრა კვერცხს მაცივრის კარზე მოთავსებულ თაროზე ინახავს. სწორედ აქ უშვებთ შეცდომას. ეს მაცივრის ყველაზე "თბილი" ადგილია, რაც მალფუჭებადი პროდუქტისთვის შეუფერებელია. გარდა ამისა, კარის ყოველი გაღებისას ამ ადგილზე მოთავსებული კვერცხი თბილი ჰაერის ნაკადის ქვეშ მოექცევა, რაც პროდუქტის ვარგისიანობას შეამცირებს.

ეცადეთ, რომ კვერცხი სპეციალური კონტეინერით მაცივრის ზედა თაროზე გქონდეთ მოთავსებული, თანაც თავდახურულ მდგომარეობაში.

* არასოდეს შეიძინოთ კვერცხი იმ სავაჭრო ადგილებში, სადაც მას უმაცივროდ ყიდიან. 20 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს.

* ეკონომიის გამო ნუ შეიძენთ გაბზარულ კვერცხს. თუ შიგთავსში მიკრობმა შეაღწია, ძლიერ მოწამვლას გამოიწვევს. თავადც რომ გაგებზაროთ კვერცხი, ნუ შეინახავთ, მაშინვე გამოიყენეთ ან სულაც გადააგდეთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ია
27-01-2019
მე გერმანიაში ვცხოვრობ და ჯერ არსად მინახია კვერცხი მაცივარში იყიდებოდეს.
სხვა სიახლეები