პარიზის კომერციულმა სასამართლომ ფრანგული კომპანია L'Oreal 370 ათასი ევროთი დააჯარიმა. მსოფლიოში კოსმეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია კომერციულ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნეს. ინფორმაციას Agence France-Presse დაზარალებულ კომპანია Guinot-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლო დადგენილებით, L'Oreal-მა კომპანია Guinot-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები და მეთოდები მიისაკუთრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ L'Oreal კონკურენტ კომპანიაში აგზავნიდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს შემმოწმებელ ინსპექტორებად ასაღებდნენ და მალავდნენ, რომ L'Oreal-ის დაკვეთით მოქმედებდნენ. ეს სპეციალისტები ყურადღებით სწავლობდნენ იმ მეთოდებს, რომლებსაც Guinot საკუთარ დაწესებულებებში იყენებდა და მის კომერციული საიდუმლოს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე 13 მილიონ 500 ათასი ევროს ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ჯარიმის ოდენობა მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები დაადგინა, რაც განმარტა იმით, რომ Guinot-ის მიერ მიღებული ფინანსური დანაკლისი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, რასაც დაზარალებული მხარე მოითხოვდა.