ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ბოლო ალბომის კომპოზიციებზე Norman Fucking Rockwell!, Bartender და Happiness Is A Butterfly ვინტაჟურ სტილში გადაღებული 14-წუთიანი ვიდეოკლიპი გაავრცელა. მუსიკოსმა რიგით მეექვსე სტუდიური ჩანაწერი Norman Fucking Rockwell! 30 აგვისტოს გამოსცა.