ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.5599 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5871 ლარს შეადგენდა. ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს შეძენა 2.7250 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა.