ეროვნული ვალუტა, რეკორდული სისწრაფით უფასურდება. დღესღეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი და 8 თეთია.
ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით 22 პუნქტით გაუფასურდა და 2 ლარი 79 თეთრიდან 3 ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. თითქმის 8%-იანი ვარდნის უმთავრეს მიზეზად ექსპერტები, ახალი კორონავირუსს მიიჩნევენ. მათი თქმით, ლარის გაუფასურება მსოფლიოში წარმოქმნილი აჟიოტაჟის შედეგია. თუმცა, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ქვეყანაში შოკური ვითარება მალე აღმოიფხვრება და ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება