ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მთავრობას და ეკონომიკის მინისტრს სატრაბახო არაფერი აქვთ და მათ ლარის გამყარებისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. მათ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას სასაცილო უწოდეს და აღნიშნეს რომ ლარის გამყარება ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და ემიგრანტების მიერ უცხოურ ვალუტაში ფულადი გზავნილების განხორციელებას უკავშირდება.