ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ვალუტა თითქმის ყოველდღე გაუფასურების ახალ რეკორდს ამყარებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი კვლავ, 6 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 74 თეთრს გაუტოლდა. მთავრობის წევრები მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობით ანუგეშებენ. ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ პოზიციები საქართველოს მსგავსად, რამდენიმე მეზობელი ქვეყნების ვალუტამაც დათმო.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ლარს თავისი გაუფასურების პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ლარზე გარე ფაქტორების გავლენა ამოწუროულია. ჭიჭინაძე მთავრობას და ეროვნულ ბანკს მეზობელი ქვეყნების მაგალითის გაზიარებას ურჩევს და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.