სესხების ე.წ. ლარიზაციის გეგმა პარლამენტმა დაამტკიცა. პროექტს მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 9 წინააღმდეგი წავიდა. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედ ზღვარი 100 % არ უნდა აღემატებოდეს. ლარიზაციის გეგმას აკრიტიკებს ოპოზიცია და მას ილუზიად და ცრუ მოლოდინად აფასებს.