რამდენიმეთვიანი გამყარებისა და სტაბილურად 2,38-2,39 ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ლარმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუფასურება დაიწყო და დოლარის მიმართ მისი კურსი 2,42-ს მიუახლოვდა. ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ექსპერტები ზაფხულის თვეებში ლარის მეტად გამყარებას პროგნოზირებდნენ, თუმცა აგვისტოს მიწურულს, ლარმა მათი მოლოდინი არ გაამართლალარის კიდევ უფრო გაუფასურებას ანალიტიკოსები 20 სექტემბრიდან ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ერთი დოლარის ფასი 2,5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბებს. "ეფიქს გრუპის" მთავარი ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია იმ მიზეზებს ასახელებს, რაც დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ინფლაციის შესაჩერებლად, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემდეგ სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოუწევს.