01:39
24 სექტემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია!
28-07-2021

90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიულოცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ “Facebook”-ში დაწერა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს მტავრობისგან მილიონი ლარით დასაჩუქრდება.

AutoPlay
უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები?
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში პორტუგალიას აქვს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მედია - თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არავინ გადარჩენილა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები