მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. ნაცვლიშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.„მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება? - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ნაცვლიშვილი.