სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15.00 საათზე გაიმართება.როგორც ცნობილია, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.