ლატვიაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა, მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები კი მკაცრდება. კერძოდ, 3 დეკემბრიდან ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება დაიცვას 2+2 პრინციპი, ანუ ადამიანებმა ერთმანეთს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, 2-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა კი იკრძალება.
7 დეკემბრიდან მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, 4 იანვრიდან კი ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ვალდებული იქნება სკოლებში პირბადეები ატარონ. შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.
ამასთან, 11 იანვრამდე ყველა მუზეუმი, გამოფენები და ბაზრობები (მათ შორის საშობაო ბაზრობები) დახურული იქნება. ლატვიაში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ის 17 687 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 210 ადამიანი.