არ ვიცი რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ, აგონიაში ვარ,- ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება.მისი თქმით, დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა.
"არ ვიცი რას გამაცნობენ. მე აქტივი მაქვს ბანკიდან შეძენილი ქონებისგან, ბანკი ხომ აბრუნებს უკან დღგ-ს, როცა ვყიდულობთ ქონებას?! მაქვს აქტივი შეძენილი "ქართუ ბანკიდან", "თიბისი ბანკიდან" და "საქართველოს ბანკიდან" - თანაც 2013 წელს. შევიძინე ქონება ჭავჭავაძზე "ქართუ ბანკისგან"; ეკონომიკის სამინისტროდან შევიძინე და "თიბისი ბანკისგან" შევიძინე შენობა დიღომში, რომელიც გავაკეთე, იმას ხომ მოჰყვა აქტივი?!" - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.