დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის, განსაკუთრებით აშშ-ის აგრესიული ქმედებები მსოფლიოს დესტაბილიზაციაში უდიდეს როლს თამაშობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ლავროვმა 2019 წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
"გარკვეული დასავლური ქვეყნების და კერძოდ, ჩვენი ამერიკელი კოლეგების საქმიანობა, მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის მიერ დამკვიდრებული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას და მსოფლიო წესრიგის შეცვლას, მათ მიერ შექმნილ წესებზე დაყრდნობით. ისინი კვლავ რჩებიან მთავარ დესტაბილიზაციურ ფაქტორად", - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, დესტაბილიზაციის მცდელობების სიაში შედის, ვაშინგტონის მიერ სპარსეთის ყურის რეგიონში დაძაბულობის ხელოვნური ესკალაცია და ნატო-ს სამხედრო მოქმედებები რუსეთის საზღვრების გასწვრივ.