"ლაზიერის გამბიტი" , ამერიკელი მწერლის უოლტერ ტევისის 358 გვერდიანი რომანია. წიგნის ორიგინალი 1983 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში , გამომცემლობა Random House-მა, ინგლისურ ენაზე გამოსცა.
წიგნის მთავარი გმირი რვა წლის ბეთ ჰარმონი მშვიდი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული გოგონაა, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვთა სახლში მოათავსებენ. გოგონა იზრდება, დამამშვიდებლებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული, ცდილობს რეალური სამყაროს გაექცეს, მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს შეუძლია დაიბრუნოს კონტროლი თავის თავზე.
თექვსმეტი წლის ასაკში ბეთი აშშ-ის ღია ჭადრაკის ჩემპიონატის მონაწილე ხდება.
მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე წიგნის მთავარ გმირს მოუწევს მრავალ სირთულესთან გამკლავება და რაც მთავარია ბრძოლა საჭადრაკო სამყაროს უმაღლესი, გროსმაისტერის ტიტულისათვის.
როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“.
წიგნის მიხედვით 2019 წლის მარტში კინოკომპანია ნეტფლიქსის დაკვეთით 7 ეპიზოდისგან შემდგარი მინი სერიალი გადაიღეს. სერიალი პრემიერიდან 28 დღეში რეკორდულმა რაოდენობამ, 62 მილიონმა ადამიანმა ნახა.
წიგნი ქართულ ენაზე 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თარგმნა და უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისათვის. წიგნის შეძენა გამომცემლობის ვებ გვერდზე შეგიძლიათ - Palitral.ge