02:47
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
ლეგენდის თანახმად, მას ზეციური ძალები მფარველობენ: თავისუფლებისმოყვარე და მოგზაური ალბატროსი, საშუალოდ 50 წელი ცოცხლობს და სულ მოძრაობაშია
07-02-2019

შორეული მოგზაურობით ცნობილმა, თავისუფლებისმოყვარე ალბატროსმა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, ზეციური ძალები მფარველობენ, სახელი არაბული სიტყვისგან al-ġaţţās (ალგატას) მიიღო, რაც "მყვინთავს" ნიშნავს, მერე კი, პორტუგალიურ alcatraz-სად შეიცვალა და ლათინური სიტყვის albus (თეთრი) გავლენით დღევანდელ albatross-ად იქცა.

მთელ მსოფლიოში გაშინაურებული ალბატროსი, რომელმაც 21 სახეობა გააერთიანა საკუთარ ოჯახში, ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში ვრცელდება ავსტრალიიდან ანტარქტიდამდე, თუმცა ნაწილი სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის სანაპიროზე მოიპოვებს საკვებს, ნაწილი კი, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთს - იაპონიას და ჰავაის კუნძულებს,  კალიფორნიის და ალიასკის სანაპიროებს მიიჩნევს საკუთარ სამშობლოდ.

ქარიშხალასნაირთა რაზმის წარმომადგენელი, საკმაოდ გაბარიტული ალბატროსი, რომლის წონა11 კილოგრამს, რეკორდული ფრთათაშორისი განი კი, თითქმის 3 მეტრს აღწევს, ერთადგილიან თვითმფრინავს ჰგავს, რადგან სწორედ ძლიერი მყესებით აღჭურვილი, ვიწრო და თხელი ფრთების ზედმეტი ძალდატანების გარეშე გაშლით ახერხებს ოკეანის ზედაპირიდან აჭრილი ჰაერის ნაკადის მართვას და მსუბუქად პლანირებას.

AutoPlay
ჩინეთის ენდემიკი - ანთარისებრთა ოჯახის წარმომადგენელი შავი რინოპიტეკი - გადაშენების ზღვარზე მყოფი უნიკალური მაიმუნი
26-09-2019
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
უმოწყალო და დაუნდობელი თევზი მესამე პოზიციაზეა სახიფათო მტაცებლების ნუსხაში - თავჩაქუჩა ზვიგენის ეპატაჟური გარეგნობა მის არაპროგნიზერებად ბუნებას შეესაბამება
25-07-2019
გელადა ანუ მაიმუნი "წითელი ყელსაბამით" - ეს იშვაითი სახეობა უძლიერესი ვოკალის და ორიგინალური ლაქის მფლობელია, რომელიც ყელსაბამივით ამშვენებს გულზე
18-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები