03:41
26 ივნისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
LEGO-ს კამპანია ამტკიცებს, რომ თამაში ყველგან შეიძლება
18-05-2022

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს მუდმივი ურთიერთქმედება სჭირდებათ მრავალფეროვან სათამაშოებთან… თუმცა LEGO-ს სოციალური ექსპერიმენტი რეალობას სხვა პერსპექტივით წარმოგვიდგენს.

კომპანიამ ექვსი ბავშვი მიიწვია ქვითკირის ოთახში, სადაც არაფერი იყო მაგიდისა და სკამის გარდა. ყველაზე ზუსტი აღწერით, ამ სივრცეს სამართლიანად ეწოდება „ყველაზე მოსაწყენი ოთახი მსოფლიოში“.

შემდეგ კი სივრცეში თეთრი ქაღალდი შემოიჭრა. თავდაპირველად ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, გართობის მხრივ, რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ოთახივით მოსაწყენ ფურცლებს. თანდათან კი ეს უბრალო ქაღალდი მრავალფეროვან გასართობად იქცა — ხან სუპერგმირის კოსტიუმად, ხან მეზღვაურის ქუდად, ბაფთად, დურბინდად და ხანაც უბრალოდ თოვლის მსგავს ჩასახტომ საშუალებად.

სარეკლამო კომპანია Ketchum London-ის მიერ შექმნილი კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ თამაში ყველგან შეიძლება — თუნდაც, მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენ ოთახში. მას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სივრცე ან ნივთი… ყველაფერი მხოლოდ ბავშვის ზღაპრული სამყაროდან მოდის.

ამასთან, თავის კვლევაში LEGO-ს ფონდმა დაადგინა, რომ თამაში აუცილებელია ბავშვებისთვის, რათა ისწავლონ და ისეთი ძირითადი უნარები განავითარონ, როგორიცაა კრეატიულობა, თავდაჯერებულობა, თანამშრომლობა, ფიზიკური კოორდინაცია და კონცენტრაცია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები