ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრებს განაგრძობენ. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ისინი სამოქმედო გეგმასა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე მსჯელობენ.
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ამ შეხვედრებს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უერთდება.